ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის თემში საკრებულოს შუალედური არჩევნები 27 ოქტომბერს დანიშნა.
გარდა ამისა, ცესკომ საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევი კონკურსის წესი, პირობები და ვადები განსაზღვრა. ამასთან არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა.
შუალედური არჩევნების გამართვა სოფელ კიწიში მას შემდეგ გახდა სავალდებულო, რაც სოფლის მაჟორიტარი, ფრაქცია ,,ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარე ონერ კუჭავა
გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები