აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა და ბიულეტენების დათვლა დაიწყო. საარჩევნო კომისიის მონაცემებით, დღეს გამართული "საპრეზიდენტო არჩევნების"
მეორე ტურში, 18 საათისთვის, ამომრჩეველთა აქტივობამ 50,99% შეადგინა,.
ამავე ცნობით, საარჩევნო სიაში დარეგისტრირებული 125 401 ადამიანიდან, კენჭისყრაში 64 947 - მა მიიღო მონაწილეობა, ამის შესახებ საარჩევნო კომისიის პრეს-მდივანმა ელენე ლაბახუამ განაცხადა. ინფორმაციას "აფსნიპრესი" ავრცელებს.
ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობით გალის რაიონი გამოირჩეოდა (67,98%), სადაც სიაში დარეგისტრირებული 1008 ადამიანიდან 692 -მა მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა.
ამავე თემაზე: აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტური იმართება
მასალის გამოყენების პირობები