ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახური ააიპ „ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის“ დირექტორის მოადგილის შეურაცხმყოფელი პოსტების საკითხს სწავლობს.
ამის შესახებ რადიო
„ათინათს“ მერიის პრეს-სამსახურში განუცხადეს. აუდიტის სამსახური გადაწყვეტს, დაეკისრება თუ არა მას სანქცია.
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისთვის, პროტესტის ნებისმიერი ფორმა, რომელიც შეურაცხყოფს მეორე ადამიანის ღირსებას მიუღებელია. კონკრეტულ საკითხს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახური შეისწავლის, რის შემდეგაც განიხილება სანქციის ფორმა“, - გვითხრეს მერიაში.
ამ დროისთვის ზაზა ფარცვანიას ფეისბუქ გვერდზე მის მიერ გამოქვეყნებული
შეურაცხმყოფელი პოსტები აღარ იძებნება.
ფარცვანია დეპუტატ ემზარ კვიციანს, რომელმაც გუშინ პარლამენტთან შეკრებილებს აგინა და ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა, მხარდაჭერას უცხადებდა, აქციის მონაწილეები კი "ქათმებად" მოიხსენია.
მასალის გამოყენების პირობები