ზუგდიდის ცენტრალურ ბულვართან ქვეითად მიმავალ მოზარდს ავტომობილი დაეჯახა.
შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას ამ წუთებში რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავს.
თვითმხილველების ინფორმაციით, დაშავებული ზებრაზე გადადიოდა, რა დროსაც შემთხვევა მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, 10 წლამდე ბიჭს გონება არ დაუკარგავს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას რადიო
"ათინათი" მალევე მოგაწვდით.
მასალის გამოყენების პირობები