ზუგდიდში მუნიციპალური ცხოველთა თავშესაფრის პროექტირება, დაახლოებით, ერთი თვის წინ დაიწყო.
რადიო
„ათინათს“ მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტის მენეჯერმა კოკა კანდელაკმა უთხრა, რომ სამეტაპიანი პროექტირების დასრულების საბოლოო ვადა 2020 წლის იანვარია.
„სამ ქალაქში - ზუგდიდში, გორსა და ქუთაისში გურჯაანის თავშესაფრის მსგავსი შენობა იქნება, თუმცა, უფრო დიდი, 250 ძაღლზე გათვლილი. როგორც კი პროექტირება დასრულდება, მალევე ტენდერი მშენებლობაზე გამოცხადდება“, - აღნიშნა კანდელაკმა.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდში, სოფელ ჭითაწყარის ტერიტორიაზე ცხოველთა რეგიონული თავშესაფრის მშენებლობისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე
ტენდერი მაისში გამოაცხადა, რომელშიც შპს „კოლოსმა“ გაიმარჯვა.
თავშესაფრების პროექტირებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 155 ათასი ლარი გამოიყო.
მასალის გამოყენების პირობები