მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია ხვალ, 12 სექტემბერს, 12:00-ზე, ანაკლიაში გაიმართება. ინფორმაციას "ნეტგაზეთი" ავრცელებს.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ სექტემბერში საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნა დააანონსა. მისივე შეფასებით, ქვეყანაში ახლა მიმდინარე პროცესები საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გაგრძელებაა.
მასალის გამოყენების პირობები