ჩხოროწყუს სოფელ ლესიჭინეში ფარცვანიების ორსართულიანი სახლი იწვის.
ჩხოროწყუს მერის დავით გოგუას ინფორმაციით, ცეცხლი
თავდაპიორველად დამხმარე ნაგებობას გაუჩნდა, შემდეგ კი მთელ სახლს მოედო. მისივე თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
„ხანძრის გაჩენის მომენტში ოჯახის წევრები სახლში იმყოფებოდნენ, თუმცა არავინ დაშავებულა. დაზარალებულ ოჯახს მერია შესაბამის დახმარებას გაუწევს“, - აღნიშნა გოგუამ.
საგანგებო სიტუაციების მართვით სამსახურში ამბობენ, რომ ადგილზე ოთხი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს.
მასალის გამოყენების პირობები