ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ხორგაში მინი ტრაქტორის, ე.წ. მოტობლოკის ქვეშ 55 წლამდე მამაკაცი მოჰყვა, რომელიც ადგილზე დაიღუპა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ტრაქტორი ქვიშით იყო დატვირთული.
,,ქვიშის მოსატანად ყოფილა მარტო წასული, დაუტვირთია. როგორც ჩანს გადაბრუნდა და ქვეშ მოჰყვა. სამწუხაროდ თავის დაღწევა ვერ მოახერხა“, - უთხრა
რადიო „ათინათს“ ხორგაში მერის წარმომადგენელმა ვალერიან ქაცარავამ.
შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები