ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე მსუბუქი ავტომანქანა და მოტოციკლი ერთმანეთს შეეჯახნენ, რის შედეგადაც მოტოციკლის მძღოლი და მგზავრი დაშავდნენ.
შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში სასწრაფო-სამედიცინო დახმარები ბრიგადამ გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
შს სამინისტროში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები