ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხული რესპონდენტების 49 % ფიქრობს, რომ საქართველოო არასწორი მიმართულებით ვითარდება.
NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელსი ლორა თორტონის განცხადებით, ეს მაჩვენებელი ამ საკითხზე ბოლო ათი წლის მანძილზე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ციფრია.
ამასთან, გამოკითხულთა 30 % თვლის, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება. 18% კი მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.
NDI-მ გამოკითხვა 13-დან 29 ივლისამდე პერიოდში ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც გამოიკითხა 2 132 ადამიანი.
საშუალო ცდომილების ზღვარი 1.7%-ია.
მასალის გამოყენების პირობები