ანაკლიაში, 4946 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა 1 ლარად, საინვესტიციო ვალდებულებებით, ელექტრონულ აუქციონზე იყიდება.
ამის შესახებ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ. ამავე ინფორმაციით, მიწა სასტუმრო-ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით იყიდება.
პირობების მიხედვით გამარჯვებულმა სასტუმროს ასაშენებლად არანაკლებ 10 000 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
აუქციონი დღეს გამოცხადდა და 2 ოქტომბერს დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები