ზუგდიდში რვა მარტისა და გამარჯვების ქუჩის კვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი პირი დაშავდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების მანქანა მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა.
მათივე თქმით, სასწრაფო დახმარების ბრიგადას ავადმყოფი გადაჰყავდა.
დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან მოთავსებული. ექიმების ინფორმაციით, მათ შესაბამისი კვლევები უტარდებათ.
"4 ქალბატონია მოყვანილი, ავტოსაგზაოს შედეგად, იმყოფებიან ემერჯენსის განყოფილებაში, უტარდებათ კვლევები და შესაბამისი მკურნალობა", - ამბობენ საავადმყოფოში.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები