ზუგდიდში, მომდევნო ორი დღის განმავლობაში ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა და ძლიერად იწვიმებს.
როგორც რადიო „ათინათს“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში უთხრეს, ძლიერი წვიმა დღეს ღამით დაიწყება.
„ხვალ დღის განმავლობაში გაძლიერდება წვიმა და ტემპერატურა 18-16 გრადუსამდე დაეცემა, მაღალ მთაში კი თოვლჭყაპია მოსალოდნელი. 22-ში, კვირას 20 გრადუსამდე მოიმატებს“, - გვითხრეს სააგენტოში.
გამოდარებას ზუგდიდში ორშაბათიდან პროგნოზირებენ.
მასალის გამოყენების პირობები