ბიჭვინთის, ილორის, ბედიის, მოქვის, ლიხნის, სოხუმის, ახალი ათონის და კამანის ტაძრების კურთხევისთვის 12 ლიტრამდე წმინდა წყალი გახდა საჭირო.
ინფორმაციას
"აფსნი ლაიფი" ავრცელებს.
"აფხაზეთის ხალხის ერთიანობისთვის" ლოცვა 3 საათის განმავლობაში გაგრძელდა. ის დე ფაქტო რესპუბლიკის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლებმა ჩაატარეს. მათი თქმით, მშვიდობისა და საზოგადოებაში დაპირისპირების დაძლევისთვის ილოცეს.
ლოცვის აღსავლენად სამღვდელოების წარმომადგენლებმა ვერტმფრენში ღვთისმშობლის ხატი, ასევე იერუსალიმიდან ჩამოტანილი ეკლის გვირგვინი და ჯვარი აიტანეს.
მასალის გამოყენების პირობები