ისტორიული ბაღების ევროპულ კავშირს საქართველო ოფიციალურად დღეს შეუერთდა. ამის შესახებ ინფორმაცია კულტურული მკვიდრობის სააგენტომ გაავრცელა.
ამავე ცნობით, კავშირის წევრები არიან; ესპანეთი, იტალია და პორტუგალია. დღეს კი საქართველოსთან ერთად გერმანიაც გაწევრიანდა.
„წევრ ქვეყნებს ეხმარება ისტორიული ბაღების მართვის გაუმჯობესებასა და ისტორიული ბაღების ევროპის კულტურულ მარკეტებში ოფიციალურად გაწევრიანებაში.
ევროპული კულტურულ მარშრუტში საქართველოს ისტორიული ბაღების სერთიფიცირება გაზრდის ევროპელი ვიზიტორების რიცხვს ჩვენს ისტორიული ბაღებში“, - აცხადებენ სააგენტოში.
საქართველოს ისტორიულ ბაღების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
თბილისის ბოტანიკური ბაღი;
ბათუმის ბოტანიკური ბაღი;
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი;ალ. ჭავჭავაძის ისტორიული ბაღი;
ნიკო ნიკოლაძის სახ. მუზეუმის ისტორიული ბაღი;
გორა-ბერეჟოულის ბოტანიკური ბაღი;
თეთრი- წყაროს ისტორიული ბაღი;
ლაილაშის ბულვარი და სხვა.
მასალის გამოყენების პირობები