ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ გაიხსნა. ის სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა.
ფერმის ასაშენებლად ჯამურად 1,410,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 1,260,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო.
ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნია ავრცელებს. ამავე ცნობით, ფერმა წელიწადში საშუალოდ 50 ტონა ლოკოკინას ხორცს აწარმოებს. პროდუქციის რეალიზაცია ძირითადად იტალიაში და ადგილობრივ ბაზარზეც იგეგმება. საწარმოში მუდმივად 10 ადგილობრივი მაცხოვრებელია დასაქმებული.
მასალის გამოყენების პირობები