აბაშობის დღესასწაულზე მუნიციპალიტეტში საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
აბაშის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მათ ოთხი ადამიანი დააჯილდოვეს, რომელთაგან სამი აბაშელია.
საპატიო მოქალაქის ტიტული სიმბოლურ გასაღებებთან და აბაშის გერბიან მედლებთან ერთად ექიმებს - ნანა შენგელიას, ირმა მაკალათიასა და სოსო ქოიავას, ასევე, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის უფროსს ლაშა შალამბერიძეს მიენიჭათ.
„ნანა შენგელიას ეს ტიტული ჯანმრთელობის სფეროში მომსაურების გაუმჯობესებისა და სიახლეების დანერგვისთვის ერგო, ირმა მაკალათიასა და სოსო ქოაიავას ჯანმრთელობის სფეროში განსაკუთრებული ღვაწლისთვის, ლაშა შალამბერიძეს კი აბაშელებისა და არამარტო მათ მიმართ გაწეული ღვაწლისთვის“, - უთხრეს რადიო „ათინათს“ პრესსამსახურში.
აბაშობის დღესასწაული 3 წლიანი წყვეტის შემდეგ 21-22 სექტემბერს წელს პირველად ჩატარდა.
მასალის გამოყენების პირობები