ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ხორგაში სასწრაფო დახმარების მანქანა ცხენს დაეჯახა. შემთხვევა დღეს, დილის საათებში მოხდა.
სოფლის რწმუნებულმა ვალერიანე ქაცარავამ რადიო
„ათინათს“ უთხრა, რომ შემთხვევის შედეგად ცხენი მოკვდა.
„პოლიციამ დამირეკა და მივედი ადგილზე. ცხენი მკვდარი დაუტოვებიათ და მე უნდა დავმარხო“, - ამბობს ქაცარავა.
შს სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, ხოლო ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები