კახათში ხის დაცემის შედეგად ქალი დაიღუპა, ამის დანახვაზე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა
ზუგდიდის მუნიციპლიტეტის სოფელ ახალკახათში ხის მოჭრის დროს შუახნის ქალს ტოტი დაეცა, რის შედეგადაც ადგილზე დაიღუპა.
შემთხვევიდან რამდენიმე წუთში, მომხდარი ფაქტის გაგებისა და ადგილზე მისვლის შემდეგ 70 წლამდე მამაკაცი გულის შეტევით გარდაიცვალა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ოჯახმა, რომლის წევრიც დაღუპული ქალია, ახალკახათში ჭადრის ხე შეიძინა.
შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობად გაუფრთხილებლობით გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები