დარჩელის ბაღის აღმზრდელები: ბავშვებს იატაკზე კი არ ეძინათ, სახლობანას თამაშობდნენ (ვიდეო)
10:24 / 26.09.2019
დარჩელის საბავშვო ბაღში ამბობენ, რომ აღსაზრდელები, რომლებიც იატაკზე დაფენილ ლეიბზე იწვნენ, თამაშობდნენ. მასწავლებლებისა და ბაღის გამგის
მტკიცებით, პატარებს არ ეძინათ და სადილობის შემდეგ მსგავსი "აქტივობა" ხშირია. "სახლობანას თამაშობდნენ, ჩვენ აქ ბავშვებს არ ვაძინებთ, საწოლები არ გვაქვს. რაც შეეხება იმას, რომ ლეიბები მოვატანინეთ, ტყუილია, რამდენიმე მატრასი გვაქვს. ერთ-ერთმა შეგნებულად მოგვიწყო პროვოკაცია, რადგან ის ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელია",- ამბობს ბაღის გამგე ინეზა ქობალია, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა კავშირი აქვს პოლიტიკას აღნიშნულ შემთხვევასთან.
დილიდან ბაღში შეკრებილი მშობლებიც ბაღის ადმინისტრაციის პოზიციას იზიარებენ და ამტკიცებენ, რომ მათ შვილებსა და შვილიშვილებს იატაკზე არ სძინავთ.
"თვითონ სულ ნასვამია ხოლმე და ბავშვს არ ატანენ სახლში მასწავლებლები, ბებიას ელოდებიან. ამიტომ გადაიღო რაღაც ვიდეო. თუ ეს ამბავი ვინმეს აწუხებს, მოვიდნენ და უზრუნველყონ შესაბამისად აღჭურვა",- თქვა ერთ-ერთმა მშობელმა. სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელებულ რამდენიმეწამიან ვიდეოში ვხედავთ, რომ მცირეწლოვანი ბავშვები ხალიჩაზე გაფენილ საბნებზე წვანან. ვიდეო ერთ-ერთმა მშობელმა, თორნიკე ხარამიშვილმა გადაიღო. მან რადიო "ათინათს" უთხრა, რომ ბაღის აღმზრდელებმა კადრის გადაღების საშუალება არ მისცეს. რაც შეეხება ბავშვების იატაკზე დაძინების ფაქტებს, ხარამიშვილის მტკიცებით, დარჩელის ბაღში აღსაზრდელებს სწორედ ასე აძინებენ.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები