TI-მ ადგილობრივ ხელისუფლებას ზუგდიდში არსებული პრობლემების ჩამონათვალი წაუდგინა (ვიდეო)
17:58 / 27.09.2019
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" ზუგდიდში სამოქალაქო საბჭოს მიერ იდენტიფიცირებული პრობლემების შესრულების ანგარიში წარადგინა. ამასთან, ორგანიზაციამ ადგილობრივ ხელისუფლებას ის პრობლემები გააცნო, რომლის მოგვარებას
მოქალაქეები 2020 წლისთვის ითხოვენ. TI-ის ზუგდიდის ოფისის კოორდინატორის არჩილ თოდუას თქმით, გასულ წელს ადგილობრივ ხელისუფლებას 48 პრობლემის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და აქედან 24 მოგვარდა ან შესრულების ეტაპზეა. განსხვავებულია საკითხები, რომელთა გათვალისწინებასაც მოქალაქეები მომავალი წლის ბიუჯეტისთვის ითხოვენ. საბჭოს მიერ გამოვლენილი პრობლემებიდან, ადგილობრივები უმეტესად ქალაქის ტერიტორიაზე ქუჩების რეაბილიტაციას, ან მიმდინარე სამუშაოების დასრულებას ითხოვენ. ასევე დასახელდა შემდეგი პრობლემები: შუქნიშნების გაუმართაობა, სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების მოწყობა, საბავშვო მოედნების რეაბილიტაცია.
"მოქალაქეები, რომლებიც საბჭოში არიან გაწევრიანებული, პერიოდულად გვაწვდიან ინფორმაციას მათ დასახლებაში არსებულ პრობლემებზე. შარშან ჩვენ მერიას მივაწოდეთ ჩამონათვალი 48 სხვადასხვა პრობლემაზე, რომელთაგან მიმდინარე წელს ნაწილი მოგვარდა. დღეს ჩვენ მერიას და საკრებულოს წარვუდგინეთ ახალი ჩამონათვალი", - აღნიშნა არჩილ თოდუამ. შეხვედრას ადილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ასევე ის მოქალაქეები დაესწრნენ, რომლებიც არსებული პრობლემების მოგვარებას მოითხოვენ. საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას და მერის პირველი მოადგილის გიგა ფარულავას თქმით, ჩამოთვლილი საკითხები მათთვის ცნობილია და მოგვარება პერიოდულად მიმდინარეობს. "პრობლემების უმეტესობა მოკვლეული აქვს ზუგდიდის მუნიციპალიტეტს, რომელთა ნაწილიც უკვე მოგვარებულია. ასევე მომავალი წლისთვის, დღეს დასახელებული პრობლემების მოგვარება მოხდება პრიორიტეტების მიხედვით", - ამბობს მამუკა წოწერია.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" საბჭომ მათ მიერ იდენტიფიცირებული პრობლემების ჩამონათვალი გასულ წელსაც წარადგინა.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრულ ტრადიციულ გართობასა და თამაშებზე – როგორ აერთიანებდნენ ფიზიკურ სიმარდეს, გონიერებასა და გუნდურობას მარულა-ჯირითში, ქუდობაიაში, ჭიდაობასა და სხვა სახალხო თამაშებში.
სამეგრელოში ბავშვების აღზრდა მხოლოდ ოჯახის საზრუნავი არ იყო – ეს იყო მთელი საზოგადოების საქმე. ხალხური წესები და ტრადიციები ბავშვს დაბადების პირველივე დღიდან თან ახლდა. ისინი არა მხოლოდ ზრუნავდნენ ფიზიკურ ზრდაზე, არამედ აყალიბებდნენ პიროვნებასაც – თავისი წესებით, რიტუალებითა და ღირებულებებით.დღევანდელ გადაცემაში გაგაცნობთ იმ საინტერესო წეს-ჩვეულებებს, რომლებიც ბავშვობის ყველა ეტაპს თან სდევდა და რომლებიც დღესაც აღაფრთოვანებს მკვლევრებსა და თაობებს.
ნოდი", ანუ "ნადი", არ იყო მხოლოდ შრომითი ურთიერთდახმარების გრაფიკი ან ტრადიცია. ეს, ძირითადად, იყო კოლექტიური შრომის ერთ-ერთი გზა, როცა ადამიანები ერთობლივად მუშაობდნენ, ხშირად სანაცვლოდ, ერთად. პატარა ოჯახში შრომის სქესობრივი დანაწილება ვერ ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ კოლექტიურ შრომაში ეს პროცესი მაინც იცვლებოდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია თუ როგორ მიმდინარეობდა "ნოდის" ტრადიცია, როგორ ნაწილდებოდა დღის განმავლობაში შრომის ფუნქციები და როგორ უნდოდა თითოეულ წევრს, რომ ამ პროცესში საკუთარი როლი ეპოვა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები