ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმში ძმის მკვლელობისთვის ბრალდებული, 1983 წელს დაბადებული მამაკაცი სამართალდამცველებმა დააკავეს.
შს სამინისტროში აცხადებენ, რომ იგი ბრალს აღიარებს. უწყების ცნობით, გამოძიება სსკ-ის 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
შემთხვევა სოფელ ჯუმში წუხელ მოხდა.
ამავე თემაზე:
ზუგდიდში სავარაუდოდ ძმამ ძმა მოკლა
მასალის გამოყენების პირობები