ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ მესამედ გამოაცხადა ტენდერი მე-3 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის.
როგორც რადიო
„ათინათს“ პრესსამსახურში უთხრეს, პრეტენდენტმა დოკუმენტაცია ხარვეზით წარმოადგინა და მისი გამოსწორება დადგენილ ვადაში ვერ შეძლო.
ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, რეაბილიტაციას 900 ათასამდე ლარი მოხმარდება. სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია როგორც მთლიანი შენობის, სველი წერტილების, ასევე, სკოლის ეზოსა და სპორტული სტადიონის მოწყობა.
ამ ეტაპზე მოსწავლეები კომბინატში მდებარე სკოლებში გადანაწილდნენ.
ტენდერში წინადადებები 5-დან 10 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება.
მასალის გამოყენების პირობები