ზუგდიდში მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში უნალექო ამინდები შენარჩუნდება.
გარემოს ეროვნულ სააგენტოში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ ჰაერის ტემპერატურა ხვალიდან, 27-28 გრადუსამდე მოიმატებს.
„დღეს საღამოდან ველოდებით გამოდარებას. ხუთ ოქტომბრამდე შენარჩუნდება უნალექო ამინდები სამეგრელოში. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს, ზოგან შეიძლება 29 გრადუსაც მიაღწიოს“, - ამბობენ სააგენტოში.
ზუგდიდში ბოლო ორი დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა 18-16 გრადუსი იყო.
მასალის გამოყენების პირობები