ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვალონში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ორი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით ერთმანეთს მიცუბიშის მარკის მსუბუქი ავტომანქანა და მერსედესის ჯიპი შეეჯახა.
მომხდარზე შს სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
უწყების ცნობით, დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები და კონტაქტურები არიან.
მასალის გამოყენების პირობები