შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარტვილის მეორე ბაგა-ბაღის 19 აღსაზრდელის ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს გაუფრთხილებლობით.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინტოქსიკაციის ნიშნები 15 მცირეწლოვანს ჰქონდა, თუმცა, მარტვილის მერიის ცნობით, კიდევ ოთხი სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდა. მერიაში ამბობენ, რომ თითოეული მათგანი თავს კარგად გრძნობს, სამი კი ბინაზე გაწერეს.
მარტვილის მეორე საბავშვო ბაღიდან ევექსის კლინიკაში გადაყვანილი თხუთმეტივე ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა
სტაბილურია. პედიატრის გიორგი გაბუნიას ინფორმაციით, ამ ეტაპზე ბავშვები სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას არ საჭიროებენ.
მარტვილის მერიის სკოლამდელ საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის დირექტორის ირმა გაბისონია თქმით, მეორე ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს ინტოქსიკაციის ნიშნები სადილის მიღებამდე დაეწყოთ.
მასალის გამოყენების პირობები