ფოთში „პეის ტერმინალსის“ ტერიტორიაზე აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია „ოპიკის“ დაფინანსებით ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება.
სიმბოლური კაფსულის ჩადების ოფიციალური ცერემონია დღეს გაიმართება.
„პეის ტერმინალსის“ პროექტის დაფინანსებაზე ხელშეკრულებას ხელი 2019 წლის მაისში მოეწერა. ხელშეკრულების თანახმად, ამ ტერიტორიაზე „პეის ტერმინალსი“ განთავსებულია 25 ჰა მიწის ფართობზე, მშენებლობის ფარგლებში აკვატორია გაღრმავდება 13 მეტრამდე და შედეგად, ნავსადგური 60 ათას ტონამდე წყალწყვის გემების მიღებას შეძლებს. ტვირთბრუნვა გაიზრდება ხუთ მილიონ ტონამდე. შეიქმნება მძლავრი საპორტო ინფრასტრუქტურა. დამატებით შეიქმნება 500-მდე სამუშაო ადგილი.
წყარო: პირველი არხი
მასალის გამოყენების პირობები