ძმის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულმა მამაკაცმა ქუთაისის ციხეში სიცოცხლე, სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა.
მისი გარდაცვალების ფაქტი რადიო
"ათინათს" სოფელ ჯუმის გამგებელმა ზურაბ ფაჟავამ დაუდასტურა. სწორედ ამ სოფელში ცხოვრობდა 36 წლის გიორგი წურწუმია. მისივე ინფორმაციით, შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა, თუმცა, რა ვითარებაში გარდაიცვალა ბრალდებული, არ იცის.
გამოძიების ინფორმაციით, მამაკაცმა სასიკვდილო ჭრილობები საკუთარ ძმას ორი დღის წინ მიაყენა. ბრალდებული სამართალდამცავებმა მალევე დააკავეს, მისი ძმა კი საავამდყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. გუშინ, 30 სექტემბერს კი ბრალდებულს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
"არ მსურს ადვოკატი. არაფრის თქმას არ ვაპირებ, ისეთ რამეს შეეხო ჩემი ძმა. მე ის მიყვარს და მეყვარება",- ასე უპასუხა მოსამართლის კითხვას ადვოკატის შესახებ ძმის მკვლელობაში ბრალდებულმა
მამაკაცმა.
მასალის გამოყენების პირობები