დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, კოლხეთის ეროვნული პარკში, პალიასტომის ტბიდან დიდი რაოდენობით თევზის გამორიყვის ფაქტი დაფიქსირდა.
ამავე ცნობთ, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ დახოცილი თევზის გამორიყვის ფაქტი წლის აღნიშნული პერიოდის ბუნებრივ პროცესებს უკავშირდება, რაც ტბის წყალში ჟანგბადის სიმცირეში გამოიხატება.
ადგილზე იმყოფებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, რომლებიც არსებულ მდგომარეობას შეისწავლიან. ასევე, უკვე აღებულია წყლის სინჯები და გადაგზავნილია შესაბამის ლაბორატორიებში, ხოლო კვლევების პასუხები უმოკლეს ვადაში გახდება ცნობილი.
მასალის გამოყენების პირობები