ზუგდიდში „ევროპული საქართველოს“ ფრაქციის თავმჯდომარეს ჩერგოლეიშვილის დაკვეთის შემსრულებელი უწოდეს (ვიდეო)
15:40 / 04.10.2019
ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარეს, ბათლომე შელიასა და უმრავლესობის დეპუტატებს შორის კამათი, იმ საკითხს მოჰყვა, რომელიც საკრებულოზე განსახილველად არ გასულა. შელიას თქმით,
ზუგდიდის მერიას სურს ქალაქის ტერიტორიაზე 50-მდე ე.წ. "ლაით ბოქსის" განსათავსებელი ადგილი იჯარის ფორმით იმ კომპანიას გადასცეს, რომელიც "ქართული ოცნების" შემომწირველია. შელიას ამ განცხადებას დეპუტატების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. კერძოდ, "ქართული ოცნების" წევრმა ირაკლი ლაგვილავამ "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელს უთხრა, რომ მათი პარტიის ლიდერების ბანერზე გაკვრას მიკი მაუსების სურათების დაკიდება ჯობია. შელიამ ლაგვილავას ამ რეპლიკაზე უზრდელი უწოდა, ამ უკანასკნელმა კი თქვა, რომ თამარა ჩერგოლეიშვილის დაკვეთის შესრულებას ურჩევნია უზრდელი იყოს.
"რაც შეეხება თქვენს შიშს, რომ თუკი გავეცით ნებართვა და იქ შემდეგ საარჩევნოდ ჩვენი დეპუტატების სახეები იქნება - ეს თქვენ ნამდვილად არ გემუქრებათ. ჩემი მეგობრული რჩევა იქნება, არჩევნების დროს თქვენი პოლიტიკური ლიდერების ნაცვლად, მიკი მაუსის სურათები დაკიდოთ ჯობია", - უთხრა ლაგვილავამ "ევროპული საქართველოს" წევრს.
თავის მხრივ, საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ თქვა, რომ ზემოაღნიშნული საკითხი მერიას შენიშვნებით უკან დაუბრუნეს. რაც შეეხება მმართველი პარტიის მიმართ ოპოზიციონერი დეპუტატის პოლიტიკურ ინტერესებთან დაკავშირებულ ბრალდებას, წოწერია თქვა, რომ ის არასოდეს ინტერესდება ამა თუ იმ კომპანიის პოლიტიკური გემოვნებით.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო“/ ,,სასუმარო’’ მუკაქუნალს. იცნობენ ტანზე მოსარგები სამოსელის დანაწილების პრინციპებს: შიგნითა ,,დინახალენ ბარგი“ და ,,გარეთა ,,გალენ ბარგი“. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორი იყო შიგნითა სამოსი ,საცვლების და გრძელი პერანგების ,,ოსარეშ“ ნიმუშები და როგორ იცვლებოდა მისი ფორმები დროთა განმავლობაში.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მთავრობის წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელად ირაკლი ბაღათურია დაინიშნა.
2025 წლის პირველ კვარტალში (იანვარი, თებერვალი, მარტი) საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 262.4 ათასით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები