სოხუმში უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ფიჭვების ხეივანში ხანძარი გაჩნდა.  აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის   
საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ცეცხლი დაახლოებით 2 ჰექტარ ფართობს მოედო. შეტყობინება უწყებამ დილის 9 საათზე მიიღო.
ადგილზე მობილიზებულია სამი სახანძრო მანქანა. ამავე ცნობით,  ახლომდებარე სახლებს საფრთხე არ ემუქრება.  სპეციალისტები ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზად ადამიანურ ფაქტორს ასახელებენ.
 
			
			
											 
					
მასალის გამოყენების პირობები