სინოპტიკოსები დასავლეთ საქართველოში წყალმოვარდნებსა და მეწყრული პროცესების გააქტიურებას ვარაუდობენ
გარემოს ეროვნულ სააგენტოში 6 ოქტომბერს, დღის ბოლოდან 7 ოქტომბრის დღის პირველ ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ.
სააგენტოს ინფორმაციით, დროის აღნიშნულ მონაკვეთში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში), შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.
ამავე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.
სააგენტოში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ დღეს ღამით ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა 13 გრადუსამდე იქნება, ხვალ დღის პირველი ნახევარში კი 23 გრადუსს მიაღწევს. სინიპტიკოსები გამოდარებას 7 ოქტომრბის საღამოდან ვარაუდობენ.
მასალის გამოყენების პირობები