ორსანტიის გამგებელმა ნათია წითლიძემ პოსტი დღეს, 7 ოქტომბერს დატოვა. ამის შესახებ მან რადიო „ათინათს“ უთხრა.
მისი ინფორმაციით, სამუშაოდ კერძო სექტორში გადავიდა.
ორსანტიაში მერის წარმომადგენლის პოზიციაზე წითლიძე 3 წლის განმავლობაში მუშაობდა.
მერიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე თანამდებობა ვაკანტურია და ახალი გამგებელი კონკურსის წესით შეირჩევა.
მასალის გამოყენების პირობები