ახალი ამბები
სოხუმი: აეროპორტის რეკონსტრუქციის პროექტი დასრულებულია
სოხუმის აეროპორტის კაპიტალური რემონტის და რეკონსტრუქციის პროექტი მზადაა და დამტკიცებულია დამპროექტებლების მიერ. ამის შესახებ რადიო „აბხაზიას“ აეროპორტის დირექტორმა ვიაჩესლავ ეშბამ განუცხადა.

„მთავრობის დავალების თანახმად, დამპროექტებლებმა შეადგინეს ობიექტის რეკონსტრუქციის გეგმა. ახლა უკვე რჩება საკითხის ფინანსური მხარე და აეროპორტის ეტაპობრივი რეკონსტრუქცია“, - აღნიშნა ეშბამ.

მისივე ცნობით, პროექტი საჰაერო ტრანსპორტის სამეცნიერო - კვლევითმა ინსტიტუტმა „ლენაეპროექტმა“ შეიმუშავა.

„საბჭოთა პერიოდში ამ ორგანიზაციამ დააპროექტა აეროპორტი ნულიდან. მათ იციან ეს საქმე. თავდაპირველად ისინი ასაფრენ - დასაფრენი ზოლს მოჰკიდებენ ხელს. რა თანხა დასჭირდება ამ სამუშაოების შესრულებას, ვერ ვიტყვი, თუმცა პროექტის შესაბამისი დაფინანსების შემთხვევაში, ის წელიწად ნახევრიდან ორ წლამდე გასტანს“, - თქვა სპეციალისტმა.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ ხელი მოაწერა დადგენილებას, რომლის თანახმად, „არძინბას სახელობის საერთაშორისო აეროპორტის აეროდრომს“ მიენიჭა ერთობლივი ბაზირების სტატუსი, რაც ითვალისწინებს აეროდრომზე სამოქალაქო და სახელმწიფო თვითმფრინავების განთავსებას. გარდა ამისა, სოხუმის აეროპორტს მიენიჭა საერთაშორისო ოთხასოიანი კოდი, რომელსაც რუსეთის აერონავიგაციის საინფორმაციო კრებულში შეიტანენ.

ამავე თემაზე:



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.