ახალი ამბები
რას ითვალისწინებს ზუგდიდის ქალაქმშენებლობის გენგემის კონცეფცია
ზუგდიდის ქალაქმშენებლობის რეგულირების გენერალური გეგმის პროექტს „არტსტუდიო პროექტი“ შეადგენს. სწორედ ამ კომპანიამ გაიმარჯვა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში. კომპანიის წარმომადგენლებმა 7 ოქტომბერს პროექტის კონცეფცია და ხედვები სამინისტროს წარუდგინეს და მოწონებაც დაიმსახურეს.

პროექტის კონცეფციის შემდგენლების წინასწარი ხედვა ქალაქმშენებლობის გენგეგმის პროექტირებისას რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, მათ შორისაა:

ახალი ზონირება,

ხიდების მშენებლობა,

ველოტრასის განსაზღვრა,

საპარკინგე ადგილების გამოყოფა,

ქალაქის საზღვრების დადგენა,

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობისთვის შესაბამისი ნორმატივების დადგენა,

სამშენებლოდ გამოსაყენებელი მინიმალური მიწის ნაკვეთის განსაზღვრა,

მუნიციპალიტეტის ერთეულებს შორის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძების შემუშავება,

ქალაქის დეცენტრალიზაცია,

სანაპირო ზოლის განითარება,

საჰაერო სადენების მიწისქვეშ გადატანა,

საკოლმეურნეო ბაზრის გადატანა.


კომპანია „არტსტუდიო პროექტმა“ პროექტირება მომავალი წლის ზაფხულში უნდა დაასრულოს. აღნიშნული სამუსაოსთვის  2019 წელს 90 ათასი, 2020-ში კი 360 ათასი ლარი დაიხარჯება. პროექტირება ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 თვეში უნდა დასრულდეს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
22 / ნოემბერი 2024
აფხაზი ოპოზიციონერები მოითხოვენ, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა განსახილველად გაიტანოს და „წერტილი დასვას“ რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების საკითხში.
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.