დღეიდან, 11 ოქტობრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება.
ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ამავე ცნობით, გზის გადაკეტვის მიზეზი გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რომელსაც შპს ,,კომპანია ბლექ სი გრუპი“ ახორციელებს. ორი დღის განმავლობაში გზა მოედნიდან ეკლესიამდე გადაიკეტება.
მასალის გამოყენების პირობები