ავსტრიის ოფიციალურმა სტრუქტურებმა აფხაზურ - ავსტრიული საზოგადოება დააარსეს, ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყება ავრცელებს ინფორმაციას.
ამავე ცნობით, ორგანიზაციის შექმნის მიზანი "აფხაზეთსა და ავსტრიას შორის კულტურულ - ჰუმანიტარულ სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობა და აფხაზეთის ისტორიის, კულტურის, განათლების, ტურიზმის შესახებ ობიექტური ინფორმაციის მიტანა მსოფლიოს საზოგადოებრიობამდე".
ე.წ. სამინისტროში ამბობენ, რომ უახლოეს დღეებში იგეგმება აღნიშნული საზოგადოების წარმომადგენლების ვიზიტი სოხუმში სხვადასხვა უწყებაში შეხვედრების გასამართად.
მასალის გამოყენების პირობები