შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, ზუგდიდის რაიონ სოფელ რუხსა და რიყეში უაქციზო სიგარეტის (ჯამში, 24 740 ღერი სიგარეტი) შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი.
საქმეთა მასალები ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.
მასალის გამოყენების პირობები