რაულ ხაჯიმბამ 14 ოქტომბერს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმად აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ - მინისტრად ვალერი ბგანბა დაინიშნა.
რაულ ხაჯიმბა „პრეზიდენტის“ უფლება - მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად 9 ოქტომბერს შეუდგა. 10 ოქტომბერს მან „მინისტრთა კაბინეტი“ დაითხოვა.
„ახლად დანიშნულმა პრემიერ - მინისტრმა მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა კანონით გათვალისწინებულ ვადებში უნდა დაამტკიცოს“,- წერს „ნუჟნაია გაზეტა“.
ვალერი ბგანბა მეორედ გახდა „პრემიერ - მინისტრი“. პირველად ეს თანამდებობა მან 2018 წლის 18 სექტემბერს დაიკავა. მაშინ რაულ ხაჯიმბამ ის ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული მაშინდელი „პრემიერის“ - გენადი გაგულიას დაღუპვის შემდეგ დანიშნა.
ამავე თემაზე:
მასალის გამოყენების პირობები