ხვალ გადაწყდება, იმსჯელებს თუ არა სახელმწიფო ანაკლიის კონსორციუმისთვის ხელშეკრულების შეწყვეტაზე
ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ხვალ, 15 ოქტომბერს საფინანსო ინსტიტუტებთან სესხის პირობების შეთანხმებისა და კაპიტალის სრულად შევსების ვადა ეწურება.
როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელმა ჟურნალისტებს უთხრა, კონსორციუმს ვადა ხვალ, 6 საათამდე აქვს, რის შემდეგაც სპეციალური კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას, გაუგრძელდეს თუ შეუწყდეს ხელშეკრულება ინვესტორს პორტის ასაშენებლად.
რაც შეეხება კომისიას, მას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობს.
მასალის გამოყენების პირობები