ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში ამ წუთებში კიკალეიშვილების ორსართულიანი სახლი იწვის. როგორც რადიო
"ათინათს" საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურში უთხრეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ამავე ინფორმაციით, ადგილზე ცეცხლის ლოკალიზებას სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ცდილობს.
სოფელში მერის წარმომადგენლის თეიმურაზ კაკულიას ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა. მისივე თქმით, სახლიდან საოჯახო ნივთებისა და ავეჯის გამოტანა ვერ მოხერხდა. კაკულია ამბობს, რომ მერია დაზარალებულს დაეხმარება.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები, ჯერჯერობით, უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები