საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 8 წლიანი მუშაობის შემდეგ ჯვარიდან 60 წლის გალაქტიონ ქარდავამ მეხანძრე-მაშველთა რიგები დატოვა.
ასაკობრივი ზღვარის მიღწევის გამო სამსახურიდან წასული თანამშრომელი, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა გააცილა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
ქარდავას წლების განმავლობაში გაწეული ერთგული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
მასალის გამოყენების პირობები