ზუგდიდის სოფელ რუხში, დღეს ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარედ "ხაჭაპურის ფესტივალი" ჩატარდება.
ღონისძიება 14:00 საათზე დაიწყება და 19:00 საათზე დასრულდება. ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში გაიმართება კულინარიული კონკურსები, მასტერკლასები და მეგრული სამზარეულოს შესახებ წიგნის პრეზენტაციები.
გარდა ამისა, აქ მოსულ სტუმრებს 3 მეტრიანი გებჟალიის და 4 მეტრიანი ხაჭაპურის დამზადების პროცესის ნახვა და დაგემოვნება შეეძლებათ. ფესტივალის ფარგლებში მომზადდება ყველა სახის ხაჭაპური.
ამავე თემაზე:
მასალის გამოყენების პირობები