ხაჭაპურის ფესტივალზე სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულთა შორის ზუგდიდის ორი რესტორანია (ფოტო, ვიდეო)
20:45 / 19.10.2019
ზუგდიდის სოფელ რუხში გამართულ „ხაჭაპურის ფესტივალზე“ სხვადასხვა სახეობის ხაჭაპურის მომზადებაში გამარჯვებული მცხობელები დაასახელეს.
ისინი სპეციალურმა ჟიურიმ შვიდ ნომინაციაში გამოავლინა. გამარჯვებულთა სია ასე გამოიყურება:
მომავლის ხაჭაპური - კოლეჯი “ახალი ტალღა”
ვიზიტორთა რჩეული ხაჭაპური - საცხობი „ოკო“
ყველაზე სწრაფი მცხობელი- რესტორანი „გარდენ პალასი“
კონკურსის ფარგლებში სხვადასხვა სახეობის და ფორმის ხაჭაპურები მომზადდა. მათ შორის, თაფლით, ჭინჭრით, ჭარხლით, მწყრის ხორცით და მაყვლით. გარდა ამისა, სტუმრებს 3 მეტრიანი გებჟალიას და 4 მეტრიანი ხაჭაპურის დამზადების პროცესის ნახვა და დაგემოვნება შეეძლოთ. ღონისძიებაზე ასევე მოეწყო ეკოლოგიურად სუფთა და უნიკალური ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა (თაფლი, ყველი, თხილი და სხვა).
"ხაჭაპურის ფესტივალი" სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) ორგანიზებით და USAID პროექტი "ზრდას", საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, რუხის სავაჭრო ცენტრის, საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის და რეგიონული ხელისუფლების მხარდაჭერით განხორციელდა.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები