20 ოქტომბერს, გორის საავტომბილო გვირაბში მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
"საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 87-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში დაგეგმილია ვინტილატორის დამონტაჟება, რის გამოც, 2019 წლის 20 ოქტომბერს 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, აღნიშნული საავტომობილო გვირაბის მარცხენა მხარეს (თბილისის მიმართულება) იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დროის აღნიშნულ პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გორის გვირაბის შემოვლით გზაზე", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
მასალის გამოყენების პირობები