მესტიის სოფელ ცხუმარში ურთიერთ შელაპარაკების ნიადაგზე ძმამ ძმა მოკლა. ინფორმაცია რადიო "ათინათს" მესტიის მერის მოადგილემ ნელი ნავერიანმა დაუდასტურა.
მისივე თქმით, სავარაუდო დამნაშავე ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
"სამწუხაროდ მოხდა ეს ფაქტი. გარდაცვლილი ცხუმარის საჯარო სკოლის მასწავლებელი იყო. როგორც ვიცი კამათი მოჰყვა მანქანის მართვას. ერთ-ერთი ძმა, რომელიც გარდაცვლილია, მეორეს და რომელიც მთვრალი იყო, საჭესთან დაჯდომის უფლებას არ აძლევდა. სავარაუდოდ მკვლელობა სწორედ ამ დროს მოხდა", - ამბობს ნავერიანი.
ძმამ ძმას სასიკვდილო ჭრილობა, სავარაუდოდ, ცივი იარაღით მიაყენა.
შსს-ში აცხადებენ, რომ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 108-ე მუხლით არის აღძრული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ამავე ცნობით, სავარუდო მკვლელი დუმილის უფლებას იყენებს.
მასალის გამოყენების პირობები