ზუგდიდის სოფელ დარჩელში ბაბუამ შვილიშვილი დაჭრა. ფაქტზე 80 წელს გადაცილებული მამაკაცი დააკავეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა და 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახური დანაშაულისთვის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.
დაჭრილ ახალგაზრდა მამაკაცს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში აღმოუჩინეს. მედიკოსების ინფორმაციით, მის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება. მას დაზიანება, სავარაუდოდ, ბასრი იარაღით აქვს მიყენებული.
მასალის გამოყენების პირობები