23 ოქტომბერს სოხუმის ნაწილს, ასევე, გუდაუთის, ახალი ათონისა და ბიჭვინთის რაიონებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
ინფორმაციას კომპანია „ჩერნომორენერგო“ ავრცელებს. ამავე ცნობით, სარემონტო და პროფილაქტიკური სამუშაოები დილის 7:00 საათიდან 18:00 საათამდე გაგრძელდება, წერს „აფსადგილ ინფო“.
კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიებების ჩატარების აუცილებლობა ქვესადგურ "ბზიფი 220" -ზე ტრანსფორმატორის დაზიანებამ გამოიწვია. 7 ოქტომბერს ქვესადგურზე მეხის დაცემის გამო ავტოტრანსფორმატორი "АТ-2", რომლის სიმძლავრე 60 მეგავატია ავარიულად გაითიშა. შედეგად, გაგრის რაიონის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
მასალის გამოყენების პირობები