ახალი ამბები
ადვოკატი: იულია სუსლიაკის შვილები მამასთან ერთად სოხუმში იმყოფებიან
ტრეფიკინგში ბრალდებული უკრაინის მოქალაქის იულია სუსლიაკს ფსიქოლოგების დახმარება დასჭირდა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ სუსლიაკის ადვოკატმა ზურაბ თოდუამ უთხრა. მისივე ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფსიქოლოგიური დახმარება მას შემდეგ დასჭირდა, რაც მან პენიტენციური დაწესებულება დატოვა. რაც შეეხება შვილებს, ისინი მამასთან ერთად სოხუმში იმყოფებიან.

„იულია სუსლიაკი ევროპის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს, მას ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ. აღნიშნული ციხიდან გამოსვლის შემდეგ დასჭირდა. რაც შეეხება მის შვილებს, ისინი სოხუმში, მამასთან იმყოფებიან. ბავშვები იქ რუსეთის გავლით ბებიებმა ჩაიყვანეს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გასაჩივრებული მაქვს ადმინისტრაციული აქტი, რომლის თანახმადაც, იულია სუსლიაკს საქართველოში შემოსვლის უფლება არ მისცეს. სუსლიაკის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი საქრთველოში 18 დეკემბერს გაიმართება. ველოდები, რომ ამის შემდეგ იულია სუსლიაკი საქართველოში ჩამოსვლას შეძლებს და აფხაზეთში თავის შვილებთან გადავა. სუსლიაკის საქმის გამოძიება საქართველოში არ მიმდინარეობს. ის სრულიად უკანონოდ უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცა, სადაც ჩემი ინფორმაციით, არანაირი გამოძიება არ მიმდინარეობს“, - განაცხადა თოდუამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ იულია სუსლიაკი 19 ივლისს გაათავისუფლა.

სუსლიაკი 25 აპრილს, ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იულია სუსლიაკი საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი იულია სუსლიაკის შვილია და მის გვარს ატარებს, თუმცა მცირეწლოვნებიდან 4 დაბადებულია 2017 წელს, რამაც სამართალდამცველებს ტრეფიკინგის ეჭვი გაუჩინა.

გამოძიება ორი ან მეტი არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 143-ე 2-პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობდა. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დღის სიახლეები
19 / მაისი 2025
სოხუმის აეროპორტის პრესსამსახური უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ობიექტზე დასაქმებული კომპანიის თანამშრომლების გაფიცვის შესახებ.
19 / მაისი 2025
2024 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთში უმუშევრობის დონე 2023 წელთან შედარებით 1.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 10.5 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებში ვკითხულობთ.
19 / მაისი 2025
გაგრის რაიონში სოფელ ფსახარასთან (კოლხიდა) ერთ- ერთი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და შედეგად, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
15 / მაისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.