მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის თემში ორივე უბანი 20:00 საათზე დაიხურა. მარტვილის #65 საოლქო საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარემ ნინო დანელია თქმით, უბნებზე არც ერთი საჩივარი არ დაწერილა და ხმის მიცემის პროცედურა დღის განმავლობაში მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა. ორივე უბანზე სულ რეგისტრირებული 1100 ამომრჩევლიდან საკუთარი არჩევანი 565 ადამიანმა დააფიქსირა, რაც 51, 01 პროცენტია.
მარტვილის საკრებულოს არჩევნებში ოპოზიციური პარტიის კანდიდატები არ მონაწილეობდნენ. ადგილობრივებს, მხოლოდ ერთი კანდიდატის "ქართული ოცნებიდან" რობერტ კაკულიას არჩევა შეეძლოთ. კიწიის თემში საკრებულოს შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც სოფლის მაჟორიტარი მმართველი პარტიიდან ონერ კუჭავა გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები